ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და ამიტომ დედა და ბებია გააჩინა - ირმა ზავრადაშვილი

12.09.22 15:29
ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და ამიტომ დედა და ბებია გააჩინა - ირმა ზავრადაშვილი

"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და ამიტომ დედა და ბებია გააჩინა"- ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირმა ზავრადაშვილი, ბებიის დღის ოფიცალურად დაწესების ინიციატივას. 

ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია მაგიტომ გააჩინა. მე პირადად, ცხოვრებაში თუკი რაიმე კარგი მახსოვს, ყველაფერი ბებიისგან მახსოვს. რომ არ მოგატყუოთ, დილას ჩემთან ტელეფონზე ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა და ახალგაზრდა ბებიებმა გააპროტესტეს, ჩვენ არ გვინდა განსაკუთრებული ბებიის დღეობაო. მართლა ყველა დღე ბებიისაა და ამის საკანონმდებლო დონეზე განხილვა არც მე მიმაჩნია სწორად.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ბებიის დღის დაწესებას მხარი არ დაუჭირა.

ბებიის დღის ოფიციალურად დაწესებასთან დაკავშირებით პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით ოქალაქე მიხეილ სახვაძემ მიმართა.

მსგავსი სიახლეები