გოგაშვილი კითხვებზე პასუხების გასაცემად მზად არის - ადვოკატი ხელისუფლების კონსპირაციულ შეხვედრებზე
ხელისუფლების მაღალჩინოსნების კონსპირაციული შეხვედრები რუსეთის უშიშროების წარმოამდგენლებთან - საგამოძიებო კომისიის შექმნის შემთხვევაში სოსო გოგაშვილი მზადაა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების ყველა კითხვას უპასუხოს. ამის შესახებ გოგაშვილის ადვოკატი აცხადებს.
ამასთან, ცნობილი ხდება, რომ პარასკევს გოგაშვილის შოთაძის უწყების თანამშრომლებს შეხვდება და აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის.
იოსებ გოგაშვილი ადასტურებს ნოდარ მელაძის შაბათში გასულ სიუჟეტში გახმოვანებულ ინფორმაციებს. ის მზად არის, რომ პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრებს მიაწოდოს ინფორმაცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, მოხარული იქნება თუ პარლამენტში შეიქმნება საგამოძიებო კომისია. პროკურატურიდან ან სამართალდამცავი ორგანოების სხვა უწყებიდან არავინ დაგვკავშირებია. ის მზად არის, რომ ამ კვირაში, სავარაუდოდ, პარასკევ დღეს საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს მიაწოდოს ინფორმაცია აფგან მუხთარლის თემასტან დაკავშირებით. დღესაც ის სოციალური ქსელის მეშვეობით აპირებს ინფორმაციის გამოტანას, - ამბობს რამაზ ჩინჩალაძე.