ბელგიაში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა განცხადების რიცხვი გაიზარდა - ნიკოლ დე მური
საქართველოდან ხალხი გარბის - ბელგია ვერ აუდის საქართველოს იმ მოქალაქეების რეგისტრაციას, ვინც ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფარს სთხოვს.
საქართველო იმ ქვეყნების ათეულშია, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი ითხოვს თავშესაფარს. ირკვევა, რომ განაცხადების რაოდენობა ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.
თავშესაფრის საკითხებში ბელგიის სახელმწიფო მდივანი, ნიკოლ დე მური, აცხადებს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საქართველოდან ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მისი ინფორმაციით, მათ უმრავლესობას ეს სტატუსი არ ენიჭება, რადგან არსებობს ჩამონათვალი, ქვეყნების ათეული, მათ შორის, საქართველოც, საიდანაც ყველაზე მეტი ადამიანი გარბის.
ბელგიაში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა განცხადების რიცხვი გაიზარდა. ასეთი განცხადების გაზრდას ვხედავთ ბევრი ქვეყნიდან, მაგრამ აღსანიშნავია, რომ საქართველო შედის იმ ქვეყნების ათეულში, საიდანაც ყველაზე მეტი განაცხადი გვაქვს. - განაცხადა დე მურმა.
გაჭირვების გამო ქვეყნიდან გაქცეული მოქალაქეების რიცხვს კი არ იმჩნევს საქართველოს მთავრობა. დღევანდელ გამოსვლაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე ისაუბრა.
მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს 10, 3 %. ამიტომ ამ მაჩვენებლის გათვალისწინებით, ძვირფასო მეგობრები, შევცვალეთ ძირითადი ეკონომიკური პარამეტრები, წლიური პროგნოზებიც.
წელს ჩვენ ვიღებთ ბიუჯეტით დაგეგმილზე 710 მილიონით ნაკლებ ვალს.
ჩვენი მოლოდინია, რომ ეს პოზიტიური დინამიკა გაიზრდება - განაცხადა ღარიბაშვილმა.