ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა - ლადო კახაძე
„ქალზე წინ არავინ დამიყენებია ჩემს ცხოვრებაში. ვერასოდეს ვერ შევადრი ქალის დამსახურებას კაცის დამსახურებას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყველა დედის მოვლენილები ვართ" - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძემ გააკეთა.
ცნობილია, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ბებიის დღის დაწესებას მხარი არ დაუჭირა. როგორც კახაძემ თქვა, მოცემული საკანონმდებლო წინადადება არ პასუხობს ნორმით დადგენილ მოთხოვნას.
ახლა, ბებია ვინ არის? – ბებია არის დედა მაღალ ხარისხში, დიდედა. ჩვენ დედის დღე გვაქვს 3 მარტი… ისე, მივესალმები ყველა დედას, ყველა ბებიას, რომელთაც მხარდაჭერა სჭირდებათ. დედა, ბებია ერთიდაიგივე სახელის ხარისხში აყვანაა უმაღლეს დონეზე. ყოველთვის დავუჭერთ მხარს დედას და ბებიას“, - განაცხადა კახაძემ.