ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს - მამუკა მდინარაძე

12.09.22 16:05
ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს - მამუკა მდინარაძე

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს - ამის შესახებ განცხადება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გააკეთა. 

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა "ქართველ ჯარისკაცებს ჩაუწერეს, რომ ომი მათ დაიწყეს, ამაზე რუსეთს ხელი მოუწერეს და სხვისი მხრიდან რუსული ინტერესების გატარებაზე ლაპარაკობენ". 

ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“, მსოფლიოში არ არსებობს. ხან რომელ ქვეყანას უწოდებენ მტრულს და ხან რომელს მოყვარეს. ამას არ აქვს მნიშვნელობა. აგენტი - აგენტია. მტრის ინტერესების გამტარებელი კიდევ უარესია და ბევრად ნაკლები არ არის სხვა ნებისმიერი ქვეყნის ინტერესების გამტარებელზე. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესი გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს - ჩვენ ვცდილობთ, რომ საქართველოს ინტერესებიდან გადმოვიდეთ. ისინი მერე პიარულად, რუსულ ინტერესებს არქმევენ...“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი სიახლეები