ვახო გომელაური მაღალი და პოზიტიური რეიტინგის მფლობელია - ბექა ოდიშარია
,,ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ "ქართული ოცნება" შს მინისტრის ქებაშია. ბექა ოდიშარია ვახტანგ გომელაურს მაღალი რანგის პოლიტიკოსად მოიხსენიებს. ამასთან, დეპუტატს მიაჩნია, რომ სკანდალური ბრალდებები სისულელეა და ამაზე საგამოძებო კომისიის შექმნა არ ღირს.
ვახო გომელაური არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, პოზიტიური რეიტინგის მფლობელი პოლიტიკოსი დღეს და მენჯერი საქართველოსი, თავისი უწყების ხელმძღვანელი, რომლის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება ყველა ასეთი ტიპის გამოხტომები, მათ შორის, უკიდურესად სულელური. საგამოძიებო კომისიას ყველაფერზე და ყველა სისულელეზე ითხოვს ოპოზიცია ძალიან ხშირ შემთხვევაში, 99% შემთხვევაში, - ამბობს ბექა ოდიშარია.
,,ნოდარ მელაძის შაბათის" ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს მინიმუმ 2-ჯერ შეხვდა.
შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.