გამოვრიცხავ, რომ ვახტანგ გომელაური მოსკოვში ყოფილიყო - დავით სერგეენკო
ის, რომ ხელისუფლების მაღალჩინოსნები რუსეთში საიდუმლო ვიზიტით იმყოფებოდნენ, არც დავით სერგეენკოს სჯერა. "ოცნების" დეპუტატის ამბობს, რომ ინფორმაციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.
პირველი ის, რომ გამოვრიცხავ, რომ ვახტანგ გომელაური მოსკოვში ყოფილიყო... სანდოობას ვაყენებ ეჭვქვეშ, რა თქმა უნდა. კონკრეტული სახელების დასახელება არ ნიშნავს, რომ ეს ჭეშმარიტია. ინფორმაციაც არ მაქვს და ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და ოფიციალური პირები ვერაფრით ვერ იქნებოდნენ მოსკოვში ვიზიტით ჩასულები, - ამბობს სერგეენკო.
ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს მინიმუმ 2 ჯერ შეხვდა.
შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.