"ოცნების" კონსპირაციული შეხვედრები რუსეთში - მესამე სექტორი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაზე მიუთითებს
ხელისუფლების კონსპირაციული შეხვედრები რუსეთის უშიშროებასთან - მესამე სექტორი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე მიუთითებს. არასამტავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები პირდაპირ ამბობენ, რომ ნოდარ მელაძის შაბათში გასული სკანდალური სიუჟეტი სამშობლოს წინაშე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
მესამე სექტორი საქმეზე დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.
ის, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ საგამოძიებო მასალაში და რაზედაც საუბრობს უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, კიდევ უფრო მეტად ამყარებს იმ ეჭვებს, რომ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს სწორედაც კავშირი აქვთ რუსეთის ფედერაციის სპეციალრუ სამსახურებტან შეიძლება სოწრედაც, რომ აქ არა მხოლოდ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობდეთ, არამედ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველიც კი იყოს სწორედაც იქიდან გამომდინარე, რომ გაკრვეულ შემთხვევებშ გაცვლილი ყოფილიყო ქვეყნის დააზიანებელი გადაწყვეტილება, - ამბობს საიას ხელმძღვანელი ნიკა სიმონიშვილი.
ნოდარ მელაძის შაბათის ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ სუს-ის ყოფილი უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის შეფს - ალექსეი ბორტნიკოვს მინიმუმ 2 ჯერ შეხვდა.
შაბათის ეთერის სკანდალური რეპორტაჟიდან ირკვევა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის დავალებით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს მინიმუმ ორჯერ - ერთხელ ვლადიკავკაზში და მეორედ რუსეთში შეხვდა. გომელაურმა საქართველოში ჩამოიყვანა და საკუთარ რესტორანში მასპინძლობდა რუსული ეფ ეს ბეს ორ ხელმძღვანელს - სედოვს და ბესედას.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტებს საიდუმლო შეხვედრების ამბავი სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა, ალექსანდრე სამხარაძემ უამბო, მოლაპარაკების დეტალები კი, იოსებ გოგაშვილმა. სუსის ყოფილი შეფის მტკიცებით, ბორტნიკოვმა და გომელაურმა რუსეთიდან საქართველოს გავლით, კონტრაბანდული და აკრძალული ტვირთების გავლის მარშრუტი შეათანხმეს.