უკანონო მოსმენების საქმე - პროკურატურაში ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს

12.09.22 17:38
უკანონო მოსმენების საქმე - პროკურატურაში ჟურნალისტების გამოკითხვა მიმდინარეობს

პროკურატურაში გამოკითხვების სერია დაიწყო -  უკანონო მოსმენების საქმეზე გამოძიებას ჩვენებას ჟურნალისტები აძლევენ. თბილისის პროკურატურაში მივიდნენ  კრიტიკული მედიების წარმომადგენლები: მაკა ჩიხლაძე და მერაბ მეტრეველი.

არ ვენდობი სამართალდამცველ ორგანოებს - ,,ტვ პირველი"ს ჟურნალისტი, მაკა ჩიხლაძე, აცხადებს, რომ შეუძლებელია, ,,ქართულმა ოცნებამ" დასაჯოს ადამიანები, რომლებსაც თავად აძლევდა უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს.

არ მგონია, რომ საკუთარ თავს წაუყენონ ბრალი, ან საკუთარი თავი გაასამართლონ. უფრო იმის მოლოდინი მაქვს, რომ ევროპაში მივაღწევთ სამართალს და ჩვენს დაზარალებულად ცნობას იქ მოვახერხებთ. 

საქართველოს ხელისუფლება თავად აკეთებს ამას, ამ ბოროტებას, მანკიერებას, რომელსაც ველოდით, რომ 10 წლის წინ მოეღებოდა ბოლო, თუმცა, ამ გველეშაპს უფრო მეტი თავი აქვს, უფრო მეტი ადამიანი გვისმენს, უკანონოდ გვითვალთვალებს, გვიყურადებს.

მე მგონია, რომ ეს არის უბედურება, რომელიც ამ ქვეყანას სჭირს. ეს აუცილებლად უნდა დასრულდეს. - აცხადებს მაკა ჩიხლაძე.

 ფარული მიყურადებისა და უკანონო მოსმენების გამო დაზარალებული ათობით ჟურნალისტია. სუსი იწერდა და აარქივებდა მედიის წარმომადგენელთა არა მხოლოდ სამსახურეობრივ საუბრებს, არამედ პირად კომუნიკაციასაც.

ჟურნალისტების უფლებებს მედიაომბუდსმენი იცავს.

მსგავსი სიახლეები