სოსო გოგაშვილსა და მის ოჯახს ქონება დაუყადაღეს
სოსო გოგაშვილსა და მის ოჯახს ქონება დაუყადაღეს. ინფორმაციას მისი შვილი, ნინი გოგაშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახის ინფორმაციით, დაუკავშირდათ გამომძიებელი, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია მათ საკუთრებაში არსებული ქონების დაყადაღების შესახებ.
დამიკავშირდა გამომძიებელი ირაკლი ყაფლანიშვილი, რომელმაც მომახსენა, რომ მე და ჩემს ოჯახის წევრებს დაგვიყდაღდა ჩვენს საკუთრებაში არსებული ქონება, რის შესახებაც დაგვიბარეს გენერალურ ინსპექციაში, სადაც დეტალურად გავეცნობი ინფორმაციას, ამჯერად რის საფუძველზე აპირებენ ჩვენს შევიწროვებას.
ბიძინა ივანიშვილი ოპერატიულად ასრულებს თავის მუქარას, რაც გომელაურმა შეატყობინა ციხის საშხაპეში მამაჩემს. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სოსო გოგაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეესაბამება რეალობას რაც იწვევს კეთილი ფილანტროპის განრისხებას.
ბრძოლა გრძელდება! - წერს სოციალურ ქსელში ნინი გოგაშვილი.