არ გვეშინია! - სოსო გოგაშვილის ოჯახის პასუხი ხელისუფლებას
ხელისუფლებამ არა მარტო სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის ქონება დააყადაღა, არამედ გოგაშვილის ახლო ნათესავებისა და ასევე, დაცვის ერთ-ერთი წევრის ქონებაც - ამის შესახებ უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნის შვილმა, ნინი გოგაშვილმა, განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ფორმით ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ,,ოცნების" დანაშაულებების საჯარო მხილების გამო შური იძიოს.
დაყადაღებულია არა მარტო ჩვენი, არამედ მამაჩემის ბიძაშვილის, მამიდაშვილის, ასევე დაცვის წევრის ქონებაც. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, როგორ ცდილობს ბიძინა ივანიშვილი მამაჩემზე შურისძიებას იმის გამო, რაზეც ის საჯაროდ საუბრობს.
ყველაზე მძიმე იყო ის ბოლო განცხადებს, რაც მამაჩემმა გაავრცელა და ერთ-ერთ გადაცემაშიც გავრცელდა. ეს იყო ქართული და რუსული მხარის საიდუმლო შეხვედრა. რაც კიდევ ამტკიცებს იმას, რომ ეს ფაქტები შეესაბამება რეალობას, რადგან სწორედ ამის საფუძველზე ცდილობს ,,ოცნება" და ივანიშვილი ჩვენი ოჯახის შევიწროებას, რომ სოსო გოგაშვილმა ვერ შეძლოს მათი დანაშაულების შესახებ საჯაროდ საუბარი. მაგრამ არ გვეშინია! - განაცხადა ნინი გოგაშვილმა.
გოგაშვილის ოჯახის წევრები ხვალ პროკურატურაში არიან დაბარებული, სადაც გაირკვევა, რა ქონება დაუყადაღეს მათ.