"ოცნების" დანაშაულებრივი კავშირები და ფარული შეხვედრები "ეფესბეს" შეფებთან - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
"ქართული ოცნების" დანაშაულებრივი კავშირები და ფარული შეხვედრები "ეფესებს" შეფებთან - ოპოზიცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
იმისთვის, რომ ვახტანგ გომელაურმა და სკანდალის ყველა ფიგურანტმა საჯარო ჩვენება მისცეს, საკანონმდებელო ორგანოში კომისიის შექმნა და ხმების მობილიზება დაწყებულია.
ინიციატივის ავტორი პარტია „ლელოა“, რომლმაც კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან უკვე გამართა.
არა ერთი პოლიტიკური ძალა პირდაპირ და ღიად მხარს უჭერს ლელოს ინიციატივას, რომ შეიქმნას საგამოძებო კომისია. საგამოძებო კომისია სწორედ მაშნ უდნა შეიქმნას და მაშნ არის საჭირო, როდესაც აუცილებელია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე დადგინდეს სიმართლე. სიამრთლის დადგენის მოლოდინი სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ქვეყანაში არ არის. როდესაც თვითონაც არ სვამენ კითხვებს და არც საგამოძებო კომისია არის მათთვის მისაღები, რ თქმაქ უნდა მხოლოდ აძლიერებს არსებულ ეჭვებს“. - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, ამიტომ „ოცნების“ უარი გადამწყვეტი ამ პროცესში არ იქნება.
შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძის შაბათში საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრე სამსახარაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და დეტალურად მოყვა, როგორ ჩაიყვანა სუს-ის მაღალჩინოსნები რუსეთში, ვლადიმერ პუტინის უშიშროების შეფეფთან შესახვედრად.