იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს და უმრავლესობაში მოსამართლე წევრები არ უნდა იყვნენ - ჯანეზაშვილი

13.09.22 12:45
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა უნდა შეიცვალოს  და უმრავლესობაში მოსამართლე წევრები არ უნდა იყვნენ - ჯანეზაშვილი

საგანგებო შეხვედრა პარლამენტში - ოპოზიცია არასამთვრობო სექტორს ხვდება. 

საუბრის თემა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და გამოწვევებია.

ოპოზიცია გამოსავალს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფუნდემენტურ ცვლილებებში ხედავს. მესამე სექტორი კი სისტემაში კლანის შესახებ საუბრობს.

ნაზი ჯანეზაშვილი თქმით, უნდა შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა და უმრავლესობაში მოსამართლე წევრები არ უნდა იყვნენ, რადგან, მისი თქმით, ეს სისტემაში კორპორატივიზმს ამკვიდრებს.

„გამოსავალი ერთ-ერთი იქნება ის, რომ შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა. დღეს არიან უმრავლესობაში მოსამართლე წევრები, ეს რა თქმა უნდა ამკვიდრებს კორპორატივიზმს სისტემაში. საჭიროა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო იყოს წარმოდგენილი საზოგადოების მონაწილეობით და უმრავლესობაში უფრო თუ იქნებიან არამოსამართლე წევრები, ვფიქრობ, რომ ეს არსებითად დადებითად იქნება ასახული“. - ამბობს ჯანეზაშვილი. 

მსგავსი სიახლეები