კონსპირაციული შეხვედრები რუსეთის "ეფესბესთან" - კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია

13.09.22 13:16
კონსპირაციული შეხვედრები რუსეთის "ეფესბესთან" - კობახიძე საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია

"ქართული ოცნება" საგამოძიებო კომიისის შექმნის ინიციატივის დაბლოკვას აანონსებს. ირაკლი კობახიძე პირდაპირ ამბობს, რომ ოპოზიციის ინიციატივას ხელს შეუშლის და ჩააგდებს.

სამდღიანი დუმილის შემდეგ ,,ოცნების" თავმჯდომარემ ხელისუფლების "ეფესბეს" აგენტებთან  ფარულ კავშირებზე პირველი კომენტარი გააკეთა. კობახიძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და ვერც გამოძიების საჭიროებას ხედავს.

კეთდება კონკრეტული წყაროდან აბსურდული განცხადებები ძალიან ხშირად და ყველაფერზე რეაგირება ჩვენ ვერ გვექნება. მიზანიც ამ აბსურდული განცხადებების არის ის, რომ მუდმივად ვიყოთ ჩვენ რეაგირების რეჟიმში. ეს არის აბსოლუტური აბსურდი.

რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას და შესაბამის პარტიებს, მათ შეუძლიათ, რა თქმა უნდა, ასეთი აბსურდები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

 ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მათ ამის საშუალება არ მივცეთ. ჩვენ გავდივართ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მით უმეტეს, რაც ასეთ პრინციპულ საკითხს უკვაშირდება, კიდევ ერთხელ შემიძლია, დავარწმუნო საზოგადოება, რომ ეს არის აბსურდული თემა, - თქვა კობახიძემ. 

ხელისუფლების კონსპირაციულ შეხვედრების საქმესთან დაკავშირებით პარტია "ლელო" უახლოეს დღეებში საგამოძიებო კომისიის შექმნას დაარეგისტრირებს, მანამდე კი პარლამენტში კონსულტაციები იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ,,ნოდარ მელაძის შაბათში" საიდუმლო სამსახურის თანამშრომელმა, ალექსანდრე სამსახარაძემ, სკანდალური განცხადება გააკეთა და დეტალურად მოჰყვა, როგორ ჩაიყვანა სუს-ის მაღალჩინოსნები რუსეთში, ვლადიმერ პუტინის უშიშროების შეფებთან შესახვედრად. 

მსგავსი სიახლეები