"ოცნების" დაანონსებული საარჩევნო რეფორმა - ოპოზიცია ინიციატივას მორიგ თაღლითობად აფასებს
ხელისუფლების დაანონსებულ საარჩევნო რეფორმას, რომელიც ქვეყანაში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებას გულისხმობს, ოპოზიცია მორიგ თაღლითობად აფასებს. "ოცნების" ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი ინიციატივა ამომრჩევლის მოსყიდვის, შანტაჟის და არჩევნების გაყალბების რისკებს ვერ შეამცირებს.
ელექტრონულ სისტემას ვიტხოვდეთ ჩვენ, ოთონდ ვითხოვდით არა 70%-ში, არამედ 100. მაღალმთიანი რეგიონები და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული ადგილები უნდათ გაყალბებისთვის დაიტოვონ. აი, ეს არის რეალურად, რატომ გამოვიდა ამ ინიციატივით კობახიძე. და თუ ვინმე მეტყვის, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, ეს არის ჩვეულებრივი მატყუარა თაღლითია. ამ თაღლითობაში ჩვენ არ გვაყვებით. კობახიძე ვეუბნები, არა 70, არამედ 100, - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ოპოზიციის კიდევ ერთი ნაწილი არჩევნების ელექტრონულ ვერსიაზე გადაყვანას მიესალმება, თუმცა არა "ქართული ოცნების" პირობებში.
ელექტრონული არჩევნების ჩატარებაზე, მათ ელექტრონულ მხარდაჭერაზე და ა.შ., უნდა იზრუნონ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა და აქ მხოლოდ და მხოლოდ ნდობის საკითხი ამ შემთხვევაში წარმოიშვება თუ ეს აშშ ან ევროპული ქვეყნის ელექტრონული არჩევნების სისტემის ელექტრონულ ბაზაზე ჩატარდება, ამ შემთხვევაში ექნება საზოგადოების მხრიდან და პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ნდობა, სხვა შემთხვევაში სუსი მიერ ჩატარებულ , ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს, ბუნებრივია, ნდობა ვერ ექნება, - ამბობს ენმს- წევრი ლევან ბეჟაშვილი.
"ქართული ოცნება" საარჩევნო რეფომას აანონსებს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ 2024 წელს არჩევნების ქვყენაში ელექტრონული წესიტ ჩატარდება. ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის ელექტორნული ვერსია საარჩევნო უბნების 70%-ზე დაინერგება, რაც ხელისუფლების განმარტებით არცჩევნების გაყალბების შესახებ სპეკულაციებს დაასრულებს.
ხელისუფლება კანონპროექტს პარლამენტში უახლოეს დღეებში დაარეგისტრირებს.