"ეს იქნება საერთაშორისო სკანდალის საფუძველი" - ბეჟაშვილი ხელსუფლების რუსულ კავშირებზე

13.09.22 13:28
"ეს იქნება საერთაშორისო სკანდალის საფუძველი" - ბეჟაშვილი ხელსუფლების რუსულ კავშირებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი ხელისუფლების რუსეთთან ფარულ კავშირებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მომხრეა. პოლიტიკოსი მმართველ პარტიას "რუსულ ოცნებად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ აღნიშნული ხელისუფლების  პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი გახდება. 

ამ ინფორმაციამ კიდევ ეფრთხელ დაადასტურა, რასაც ოპოზიცია იმთავითვე ამბობდა, რომ ქვეყანას მართავს რუსული ოცნება. ეს ხელისუფლება შეკრულია რუსეთის ფედერაციასთან, ყველა მტკიცებულება სახეზეა. ამ მტკიცებულებებს სჭირდება გამაგრება, დადასტურება და ეს იქნება საერთაშორისო სკანდალის საფუძველი. იმედია, მომავალში ეს  აუცილებლად იქნება "ქართული ოცნების" პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, - ამბობს ლევან ბეჟაშვილი.

ხელისუფლების კონსპირაციულ შეხვედრების საქმესთან დაკავშირებით პარტია "ლელო" უახლოეს დღეებში საგამოძიებო კომისიის შექმნას დაარეგისტრირებს, მანამდე კი პარლამენტში კონსულტაციები იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ მელაძის შაბათში საიდუმლო სამსახურის თანამშრომელი, ალექსანდრე სამსახარაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა და დეტალურად მოყვა, როგორ ჩაიყვანა სუს-ის მაღალჩინოსნები რუსეთში, ვლადიმერ პუტინის უშიშროების შეფეფთან შესახვედრად. 

 

მსგავსი სიახლეები