ხაინდრავამ, რუსეთის აგენტობაში მხილებული პირები "ოცნებას" ელჩებად დაანიშნინა - გოგაშვილი

13.09.22 14:30
ხაინდრავამ, რუსეთის აგენტობაში მხილებული პირები "ოცნებას" ელჩებად დაანიშნინა - გოგაშვილი

სოსო გოგაშვილის მხილებათა ახალი სერია და ციხიდან გამოგზავნილი სკანდალური წერილი, რომლითაც ყოფილი მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ ამხელს "ოცნების ხელისუფლებას".

სუს-ის ყოფილი შეფი აგენტურულ ბაზაში ჩარიცხულ კანდიდატებზე წერს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება სწორედ ასეთ ადამიანებს ნიშნავს ელჩებად.

გოგაშვილი კონკრეტულ მაგალითს იხსენებს, თუ როგორ დაბლოკა ორი ელჩი სწორედ იმიტომ, რომ ისინი აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ და როგორ დაახევინა გომელაურმა, ივანიშვილის ბრძანებით, ორივე კანდიდატის აგენტობის დამადასტირებელი ცნობები და როგორ გააშვებინა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში.  

გოგაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ელჩობის კანდიდატი გოგა ხაინდრავას რეკომენდაციით იყო.

სუს-ის ყოფილი მაღალჩნოსანი ამბობს, რომ ამის შემდეგ მას ხაინდრავა გადაემტერა.

“საგარეო საქმეთა სამინისტრო იქამდე, სანამ რომელიმე ქვეყანაში წარადგენს საქართველოს ელჩს ან დიპლომატიური სტატუსის მქონე ნებისმიერ კანდიდატს, ის სუს-ში აგზავნის დასანიშნი კანდიდატების სიას. სუს-ის ფუნქციაა გადაამოწმოს ყველანაირად კანდიდატი, ასევე, დამატებით ვალდებულებას ანიჭებს ,,თავისუფლების ქარტიაც’’.

თუ კანდიდატი ირიცხება ,,სუს-ის’’ აგენტურულ ბაზაში, ან აქვს საეჭვო კავშირები მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან, ის დაუყოვნებლივ იბლოკება და შემდეგ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. 

ჩემი სუს-ში მუშაობის პერიოდში, საგარეოდან კონტრდაზვერვაში გადმოიგზავნა სტანდარტულად ელჩად დასანიშნი კანდიდატების სია. 

გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ორი მათგანი ირიცხება აგენტურულ ბაზაში (სუკი), შესაბამისად მე გადავეცი დავალება შეეჩერებინათ მათი დანიშვა, დანარჩენების სია კი გადავაგზავნე საგარეო საქმეთა სამინისტროში. 

დაბლოკილმა კანდიდატებმა გაჭიანურების შემდეგ მოიკითხეს საგარეო საქმეთა სამინისტროში თუ რა ხდებოდა, სადაც უთხრეს, რომ გოგაშვილმა დაბლოკა ისინი. 

მათ ბუნებრივია შეაწუხეს თავის ,,პატრონი’’, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი ატეხა, დაურეკა ივანიშვილსა და კვირიკაშვილს. დამიბარა ჩემმა უფროსმა, გომელაურმა და მომთხოვა, თუ რა მიზეზით მყავდა დაბლოკილი ელჩობის კანდიდატები. 

,,შეფმა ცალკე დამირეკა და კვირიკაშვილმა ცალკე ამ საქმეზეო’’ - თქვა გომელაურმა. 

ერთის რეკომენდატორი ყოფილა გოგა ხაინდრავა და დეტალურად გამირკვიე რა ხდებაო. 

მე მას ავუხსენი ყველაფერი და გავაცანი ოპერატიული ცნობა აგენტების შესახებ, მან მითხრა, რომ ცნობა დამეხია და ორივეზე გამეშვა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში, რაც მე შესაბამისად შევასრულე.

ამ ,,ელჩების’’ გადანიშვნის პერიოდი ჩემი ვარაუდით ახლა უწევს და არ არის გამორიცხული, ეს უკვე პრეზიდენტის მაგიდაზე იდოს. 

სურვილის შემთხვევაში, პრეზიდენტის წარმომადგენელს ან დეპუტატს, რომელთაც აქვთ წვდომა მსგავს ინფორმაციაზე, შემიძლია მივაწოდო კონკრეტული გვარები. 

პ.ს ამ ,,ინციდენტის’’ შემდეგ გოგა ხაინდრავა გადამემტერა. 
იყო კიდევ ორი ,,ინციდენტი’’, რომელიც არ არის პირადული და მე საზოგადოებას ამის შესახებ მივaწვდი ინფორმაციას, რადგან ეს საკითხები ეხება ადამიანების უფლებების დარღვევებს”.- წერს გოგაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები