საგამოძიებო კომისიის შექმნა - პარლამენტში ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა იმართება
ოპოზიციის საგანგებო შეხვედრა - ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში პოლიტიკური პარტიების ლიდერები იკრიბებიან. საუბრის მთავარი თემა საგამძოიებო კომიისის შექმნაა. საქმე ეხება საქართველოს ხელისუფლების კონსპირაციულ შეხვედრებს რუსეთის "ეფესბესთან".
ამის გარდა, შეხვედრაზე პარტიები 12 პუნქტის შესახებ საკუთარი კანონპროექტების დარეგისტრირების თარიღებზეც იმსჯელებენ.
შეხვედრას არ ესწრება პარტია "მოქალაქეები". ლევან იოსელიანის განმარტებით, შეხვედრის შესახებ მათ არ შეატყობინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნაში მათი ხმა არ სჭირდება.
არავის არ მივუწვევივარ, შესაბამისად, დღესაც რაღაც პრეტენზიას მიყენებენ, ვუჭერ თუ არა ვიღაცას მხარს. ვირაც ხომ უდნა დაგელაპარაკოს, გითხრას, რომ მხარდაჭერა სჭირდება. მე ჯერჯერობით არავინ დამლაპარაკებია. ე.ი. ჩემი მხარდაჭერა არ სჭირდებათ და თუ არ სჭირდებათ, თვითონ გააკეთონ ეს კომისია, - ამბობს იოსელიანი.
ისინი, ვინც შეხვედრას ესწრებიან, ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპტიმისტურად არიან განწყობილი, რადგან ამისთვის ოპოზიციაში საკმარისი რესურსია.
მე ვფიქრობ, რომ საგამოძიებო კომისია გახდება ძალიან მძლავრი ბერკეტი რეჟიმის მხილების და საბოლოოდ, რეჟიმის დასამარცხებლად მიმართულ ბრძლაშ, მე არ ვიცი, ვაშაძეს რა არგუმენტები აქვს, არ მომისმენია ეს არგუმენტები, თუმცა ცხადია, ყველამ გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოს და საბოლოოდ, საზოგადოება შეაფასებს, ვის აქვს სურვილი, რომ პარლამენტში შეიქმნას მძლავრი მექანიზმი რეჟიმის მხილებისთვის და ვის არ აქვს ეს სურვილი, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი.
პარალელურად, ხელისუფლება იმუქრება, რომ საგამოძიებო კომიიის შექმნის ინიციატივას, რომლმაც გომელაურის "ეფესბესთან" კავშირის უნდა დაადგინოს, დაბლოკავს.