არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა - მესამე სექტორის რეკომენდაციები

13.09.22 15:42
არჩევნების ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა - მესამე სექტორის რეკომენდაციები

"ოცნების" მიერ დაანონსებულ საარჩევნო რეფორმას, რმელიც ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, მესამე სექტორი მიესალმება. ამის მიუხედავად, არასამტავორბო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მხოლოდ ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა არჩევნების გაყალბების მანკიერ პრატქიკას სრულად ვერ აღმოფხვრის და რიგი რეკომენდაციების გათვალისწინებაა საჭირო. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხმის მიცემის საერთაშორისო სტანდარტები იყოს გათვალისწინებული, რაც არის ხმის მიცემის ფარულობა , თანასწორობა და ა.შ., და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგიების დანერგვის დროს ეს იყოს გათვალისწინებული. ასევე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო რეკომენდაცია არის, რომ ტექნოლოგიებზე გადასვლა მოხდეს ეტაპობრივად და ქვეყანა მას შემედგ გადავიდეს სრულად, როდესაც დატესტილი იქნება უკვე სხვადასხვა დონეზე და რეალურად გამართულად იმუშავებს ამ პროცესში, - ამბობს "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი ნინო დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები