უნდა მოხდეს გოგაშვილთან ნდობის ჯგუფის შესვლა და საიდუმლო ინფორმაციის უშუალოდ მისგან მიღება - ბეჟაშვილი
რუსეთის აგენტურაში მხილებული ორი ელჩი ამ დრომდე თანამდებობაზე იმყოფება - სუს-ის ყოფილი შეფი მზად არის ორივეს ვინაობის შესახებ გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს.
ოპოზიცია, კი „ოცნებას“ სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს.
„ენმ“-ს წევრი ლევან ბეჯაშვილი ამბობს, რომ უნდა მოხდეს ციხეში, გოგაშვილთან ნდობის ჯგუფის შესვლა და საიდუმლო ინფორმაციის უშუალოდ სუს-ის ყოფილი შეფისგან მიღება.
ეს ახლადგაჟღერებული ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია. პრაქტიკულად, ჩვენ ვაკვირდებით სახელმწიფოს ღალატის ქრონიკებს. ვალდებულია ხელისუფლება და სამართალდამცველი ორგანოები, რომ დაიწყოს ამ საკითხზე გამოძება. იმავდროულად, ჩვენს ხელთა არსებული ბერკეტებით, კერძოდ, ნდობის ჯგუფის მანდატით, შესაძლებელია, რომ ეს საიდუმლო ინფორმაცია მისგან უშუალოდ მივიღოთ და ამაზე უკვე სხვა პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს პარლამენტმა“.- თქვა ლევან ბეჟაშვილმა.
სოსო გოგაშვილის მხილებათა ახალი სერია და ციხიდან გამოგზავნილი სკანდალური წერილი, რომლითაც ყოფილი მაღალჩინოსანი კიდევ ერთხელ ამხელს "ოცნების ხელისუფლებას".
სუს-ის ყოფილი შეფი აგენტურულ ბაზაში ჩარიცხულ კანდიდატებზე წერს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლება სწორედ ასეთ ადამიანებს ნიშნავს ელჩებად.
გოგაშვილი კონკრეტულ მაგალითს იხსენებს, თუ როგორ დაბლოკა ორი ელჩი სწორედ იმიტომ, რომ ისინი აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ და როგორ დაახევინა გომელაურმა, ივანიშვილის ბრძანებით, ორივე კანდიდატის აგენტობის დამადასტირებელი ცნობები და როგორ გააშვებინა თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროში.
გოგაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი ელჩობის კანდიდატი გოგა ხაინდრავას რეკომენდაციით იყო.
სუს-ის ყოფილი მაღალჩნოსანი ამბობს, რომ ამის შემდეგ მას ხაინდრავა გადაემტერა.