მოხდება თუ არა საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესება? - ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს

13.09.22 16:14
მოხდება თუ არა საქართველოში მედიაგარემოს გაუმჯობესება? - ოპოზიცია აღნიშნულ საკითხზე მსჯელობს

მოახდენს თუ არა "ქართული ოცნება" მედიამენეჯერებისა და მედია მფლობელების საქმეების ამნისტირებას - კანონპროექტზე მუშაობა დაწყებულია - ოპოზიციური პარტიებმა ინიციატივაზე ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულების ფარგლებში იმსჯელეს. 

პოლიტიკოსები ერთხმად თანხმდებიან, რომ მედიაგარემო საქართველოში მანამდე ვერ გაუმჯობესდება, სანამ ერთი კრიტიკული არხის დამფუძნებელი ციხეშია, საუბარია ნიკა გვარამიაზე, ხოლო მეორე არხის, ,,ტვ პირველის" მფლობელის მიმართ საქმეა აღძრული.

მოხდეს ამნისტია მედიამენეჯერებისა და მედიის მფლობელების, რომელთა მიმართ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმეები აქვს დაწყებული. აქ საკმაოდ ბევრი კითხვის ნისანი არსებობს და ევროკავშირის 12 პინქტიან გეგმაში მას მნიშვნელოვანი ნაწილი აქვს დათმობილი. 

კომუნიკაციების კომისიას ჩამოშორდეს სადამსჯელო ფუნქცია, რადგან ის მაჯარიმებელ ორგანოდ არის ქცეული. - ამბობს ,,ენმ"-ს ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეები ითხოვენ, ხელისუფლებამ ისეთი კანონი მიიღოს, რაც მათ დაავალდებულებს, კრიტიკული არხების თოქშოეუბში მონაწილეობა მიიღონ.

მსგავსი სიახლეები