საგამოძიებო კომისიის შექმნა - ოპოზიცია ხმების მობილიზებას იწყებს
ხმების მობილიზება დაწყებულია - ოპოზიციური პარტიები საკნონმდებლო ორგანოში საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურას იწყებენ. საქმე ვახტან გომელაურის და "ეფესებს" შეფების საიდუმლო შეხვედრას ეხება, რომლოს გამოძიების მნიშვნელობაზეც ხელისუფლების ოპოენნეტები საუბრობენ.
კომიიის შესამქნელად 50 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. ჯერჯერობით უცნობია მოახერხებს თუ არა ოპოზიცია აღნიშნული ხმების რაოდენობის მოგროვებას. კომისიის შექმნას "ქართული ოცნების", "მოქალაქეების" და "ევროპელი სოციალისტების" გარდა ყველა ემხრობა.
არავის სჯერა იმის, რომ საკუთარ ჩადენილ დანაშაულს"ქართული ოცნება" გამოძიებს. ხოლო რაც შეეხება იმას, რომ "ოცნებას" არ სურს ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა, ბუნებრივიც არის, ვინაიდან თუ არის საუბარი დანაშაულზე და მათ მიერ ცადენილ დანაშაულზე, აქედან გამომდინარე, ისინი ყველანაირად ეცდებიან, რომ ეს დანაშაული ჩაფარცხონ, - ამბობს "ლელოს" წევრი ლევან სამუშია.
საგამოძიები კომისიის ეფექტური მუშაობის არ სჯერა არასაპარლამენტო ოპოზიციას. მათ მიაჩნიათ, რომ მოქმედი ხელისუფლების ხელში მსგავსი საქმეების გამოძიება არ მოხდება.
საგამოძიებო კომისიას აზრი აქვს ნორმალურ, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში და რავიცი, ჩვენ თუ იმის გვჯერა, რო ეს პარლამენტი ახლა გამოიძებს საქმეს და საგამოძიებო კომისიაზე ან ხელისუფლების უმაღლეს პირებს დაკითხავენ და პასუხს მიიღებენ ან როგორც ჩემმა ერთმა კოლეგამ მითხრა, ივანიშვილს მიიყვანენ და ჩვენებას მიაცემინებენ და სიმართლეს გამოააშკარავებენ, ღმერთმა ხელი მოუმართოთ, - ამბობს "ერთიანი საქართველოს" თვამდჯომარე ნინო ბურჯანაძე.