სუსიდან გამოჟონილი ფაილები - პროკურატურაში გამოკითხვაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნატა ქაჯაია იმყოფება

14.09.22 12:35
სუსიდან გამოჟონილი ფაილები - პროკურატურაში გამოკითხვაზე "ტვ პირველის" ჟურნალისტი ნატა ქაჯაია იმყოფება

სუსიდან გამოტანილი ფაილების საქმეზე საგამოძიებო მოქმდებები გრძელდება. თბილისის პროკურატურაში მოწმის სტატუსით ამ წუთებში  ჩვენებას გამომძიებლებს " ტვ პირველის"  წამყვანი და გამომძიებელი ჟურნალისტი ნატა ქაჯაია აძლევს.

ნატა ქაჯაია იმ ასობით ჟურნალიტს შორის ერთ-ერთია , ვისაც სუსი წლების განმავლობაში უკანონოდ უსმენდა, იწერდა და აარქივებდა მის საუბრებს რესპოდენტებთან. ფაქტს ლულუაშვილის უწყებიდან გამჟონილი ფაილები ადატურებს.

ჟურნალისტი საუბრის ავთენტურობას ადასტურებს და დაზრალებულის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

პროკურატურაში მოვედი იმისთვის, რომ დავადასტურო ავთენტიკურობა იმ დიალოგების, რომელიც შედგა ერთ-ერთ სასულიერო პირთან. არც მე მაქვს განსაკუთრებული მოლოდინი, რომ დაისჯებიან დამკვეთები. ადმაიანები, ვისი დავალებითაც გვისმენენ უკანონოდ, გვითვალთვალებენ, მაგრამ ეს არის ჩემი მხირდან, საქართველოს ერთი მოქალაქის მხრიდან მცდელობა, რომ სახელმწიფოს შევახსენო საკუტარი პასუხისმგებლობა, რომ დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უკანონო თვალთვალი, მიყურადება და მოსმენა, - ამბობს ნატა ქაჯაია. 

ჟურნალისტის უფლებებს "მედიაადვოკატირებისთვის" თავმდჯომარე ნათია კაპანაძე იცავს. მისი თქმით, მნიშვნელ,ოვანია, ყველა ჟურნალისტხ, რომელიც სუსიდან გამოჟონილ კრეფსების საქმეში მოხვდა, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭოს. 

უკანონო თვალთვალის და მიყურადების სამმით თბილისის პროკურატურა მას შემდეგ დაინეტერსდა, რაც საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნედ გამზადდა. 
 

მსგავსი სიახლეები