რატომ არ სურს "ოცნებას" საგამოძიებო კომისიის შექმნა - პაპუაშვილის განმარტება

14.09.22 11:42
რატომ არ სურს "ოცნებას" საგამოძიებო კომისიის შექმნა - პაპუაშვილის განმარტება

პარლამენტის თავმდჯომარე იმ მიზეზებს განმარტავს რის გამოც "ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნაში მონაწილეობას არ მიიღებს. საუბარია ვახტანგ გომელაურის და "ეფესბეს" შეფების საიდუმლო შეხვედრაზე, რომლის გამოძიებასაც ოპოზიცია ითხოვს. 

შალვა პაპუაშვილის თქმით, მმართველ პარტიას რადიკალური დღის წესრიგის წახალისება არ სურს. 

რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული ინსტრუმენტი, ეს არის ძირიტადად ოპოზიციის ინსტრუმენტი, რაც არის რეგლამენტით გათალისწინებული, მათ თუ ექნებათ შესაბამისი უმრავლესობა, შეუძლიათ ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ. მათი გასადაწყვეტია ეს საკითხი. შინაარსობრივად ამასთან დაკავშირებითაც მინდოდა მეთქვა: ჩვენ და მათ შორის, გარკვეული ხიდის გადება თუ დაკავშირება კონფერენციასთან, რომელიც ჩატარდა საქართველოში და რომელშიც იცით, რომ მონაწილეობა არ მივიღე მე და განვაცხადე მე მაშინ, რომ მიზეზი ამ კონფერენციაში მონაწილეობის არმირებისა იყო ის, რომ ჩვენ არ გვინდოდა ხელი შეგვეწყო რადიკალური დღის წესრიგისთვის და მოგვეხდინა რაიმენაირი წახალისება რადილაურ დღის წესრიგზე, - თქვა პაპუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები