მთავრობა თბილისში მდებარე სარესტორნო ბიზნესს დაეხმარება - პრემიერი

04.03.21 12:36
მთავრობა  თბილისში მდებარე სარესტორნო ბიზნესს დაეხმარება - პრემიერი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო სარესტორნი ბიზნესს დაეხმარება. ინიციატივა დედაქალაქის მერს ეკუთვნის. ინიციატივის მიხედვით, ანტიკირიზისული გეგმის ფარგლებში კვების ობიექტების ფინანსური დახმარება 5 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო ორი, ან მეტი ობიექტების მფლობელების დაფინანსება 10 ათას ლარს შედგენს.

თბილისის მერი, ბატონი კახი კალაძე გვესწრება დღეს სხდომაზე და მისი ინიციატივით წარმოდგენილია შემდეგი საკითხი; მოგეხსენებათ, რომ პანდემიამ ეკონომიკის თითქმის ყველა დარგი დააზარალა, კრიზისმა განსაკუთრებული პრობლემა შეუქმნა ტურიზმის სექტორს და კვების იმ ობიექტებს, რომლებიც დამოკიდებულები არიან ტურისტების ნაკადზე და დღეს მთავრობის სხდომაზე განვიხილავთ შესამაბის ინიციატივას, რომელიც უკავშირდება შემდეგ საკითხს; შემუშავდა კრიტერიუმები ანტიკრიზისული გეგმის და მცირე და საშუალო ბიზნესი მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პანდემიით გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისა და ეკონომიკის სტიმულირებისთვის, ამოქმედდა სუბსიდირების პროგრამა თბილისში მდებარე მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის განისაზღვრა 5 ათასი ლარით. ერთი იურიდიული პირის ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში დაფინანსება შეადგენს 10 ათას ლარს. რა თქმა უნდა, ცენტრალური მთავრობა მზად არის მხარი დაუჭიროს მერის ამ ინიციატივას, - განაცხადა ღარიბაშვილმა.