ჰაკერები თუ ახერხებენ შენი ამხელა სისტემის გატეხვას, მაშინ წინ რა უდგას გამოძიებას? - დაუშვილი პრემიერს
პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი, პრემიერს "ოცნების" დეპუტატების ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ურჩევს. საუბარია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე, სადაც მან თქვა, რომ მმართველი პარტიის ტელეფონებში ჰაკერებმა შეაღწიეს.
ამასთან, დაუშვილს პრემიერის კომენტარი არასერიოზულად მიაჩნია და ამბობს, რომ ხელისუფლება მხოლოდ იმას იძიებს, რაც პარტიულ ინტერესშია.
თუ უცხო ქვეყნის სპეცსამსახური გისმენს, ან ჰაკერები თუ ახერხებენ შენი ამხელა სისტემის გატეხვას, მაშინ წინ რა უდგას გამოძიებას? გამოიძიე და ვინც დასასჯელია, დასაჯე, რა პრობლემაა, თუმცა ეს არასერიოზულია.
რაღაც გაურკვეველ კომენტარებს აკეთებენ. პარტიული ვერტიკალის დაქვემდებარებიდან გამომდინარე, პროკურატურა, ზოგადად მართლმსაჯულების სისტემა უბრალოდ არ მუშაობს. ანუ რაც გამოსაძიებელია, იმას არ იძიებენ, იძიებენ მხოლოდ იმას, რაც პარტიულ ინტერესში ჯდება, - თქვა დაუშვილმა.