არანაირი ,,ხალხის ძალა" არ არსებობს, ,,ქართული ოცნების" ქვედანაყოფია ეს პოლიტიკური ძალა - სალომე სამადაშვილი

10.10.22 15:35
არანაირი ,,ხალხის ძალა" არ არსებობს,  ,,ქართული ოცნების" ქვედანაყოფია ეს პოლიტიკური ძალა - სალომე სამადაშვილი

არ არსებობს ხალხის ძალა, ეს არის ,,ქართული ოცნების" დანაყოფი, რომელიც აზიანებს ამერიკასთან ურთიერთობას. - ამ განცახდებას ოპოზიცია რადიკალების ახალი გზავნილების საპასუხოდ აკეთებს.

ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით, ივანიშვილი რუსეთის პრეზიდენტის გულის მოგებას და ძალაუფლების შენარჩუნებას ცდილობს, ამ დროს კი აზიანებს ქართველი ხალხის მომავალსა და სურვილს, იყოს ევროპული ოჯახის წევრი.

არანაირი ,,ხალხის ძალა" არ არსებობს, ყველას ესმის, რომ  ,,ქართული ოცნების" ქვედანაყოფია ეს პოლიტიკური ძალა. 

როგორც ჩანს, ამ პოლიტიკურ ძალას მიღებული აქვს დავალება ბიძინა ივანიშვილისგან, რომ მაქსიმალურად დააზიანოს ურთიერთობები ჩვენს პოლიტიკურ პარტნიორთან.

ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებას ქართული სახელმწიფოს ხარჯზე - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ახალი კვირა ივანიშვილსგან ფორმალურად წასულების განცხადებით დაიწყო, სადაც ,,ხალხის ძალა" ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-ს თავს ესხმის. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები