ამნისტიის კანონი - ოპოზიცია შეხვედრას მართავს

25.04.21 13:06
ამნისტიის კანონი - ოპოზიცია შეხვედრას მართავს

ამ წუთებში "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს. დოკუმენტზე ხელმომწერი  ოპოზიციის წევრების მთავარი განსახილველი თემა ამნისტიის კანონპროექტია, რომელიც სამშაბათს საკანონმდებლო ორგანოში დარეგისტრირდება.

ოპოზიციას და მმართველ გუნდს კანონპროექტის საკუთარი ვერსიები ექნებათ. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ამნისტია 20 ივნისის მონაწილე ყველა პირს შეეხება. ოპოზიცია და 20 ივნისს დაშავებულები კანონპროექტის ამ ფორმით მიღებას ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი სიახლეები