"მე ვერ ვხედავ, რას ქვია ძელები, რომელია ძელები" - ქარელის მერი ოკუპაციას არ აღიარებს

25.04.21 17:01
"მე ვერ ვხედავ, რას ქვია ძელები, რომელია ძელები" - ქარელის მერი ოკუპაციას არ აღიარებს

მე ვერ ვხედავ, რომ რამე მიმდინარეობს, თქვენ ხედავთ რამეს? - ქარელის მერი ოკუპაციას არ აღიარებს. ზაზა გულიაშვილი, რომელიც ადგილზე იმყოფება, მცოცავ ოკუპაციას ვერ ხედავს. 

მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ შეექმნება, პოლიცია ადგილზეა და ყველანაირად კონტროლირებადი სიტუაციაა. ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს, ხედავთ, ბანერები სადაცაა, მე ვერ ვხედავ, რომ რამე მიმდინარეობს, თქვენ ხედავთ რამეს? რას ჰქვია ძელები, რომელია ძელები, მე ვერ ვხედავ ძელს, აქ თქვენ თუ ხედავთ",-თქვა გულიაშვილმა 

სოფელ ღოღეთთან მცოცავი ოკუპაცია დღეს დილიდან განახლდა. ოკუპანტებმა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის ბანერიდან დაახლოებით  2 კმ-ის მონაკვეთზე ნიშნულები ჩაამაგრეს. ნიშნულებზე სავარაუდოდ, მოგვიანებით მავთულხლართები გაევლება. 

მსგავსი სიახლეები