ამნისტიის დროს კონვენციური სტანდარტი იქნება დაცული, თუმცა გავრცელდება ყველაზე - ოხანაშვილი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი, ამბობს, რომ ამნისტიის დროს კონვენციურ მუხლებთან დაკავშირებით საერთაშორისო სტანდარტი დაცული იქნება. ეს განცხადება ანრი ოხანაშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ჩვენ მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს და ამავე სულისკვეთებით ვაგრძელებთ მუშაობას, დღეს იყო საქმიანი შეხვედრა, "ოცნება" რჩება ერთგული შეთანხმების, რაც ნიშნავს ამნისტიის აქტის გამოცემას და ამნისტიის აქტის როგორ შეთანხმებაშია ჩადებული, ყველა პირზე და ყველა სამართალდარღვევაზე გავრცელებას, კონვენციის დათქმა უნდა ჩაიწეროს, შევთანხმდით კიდეც და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. საუბარია წამება, არაადამიანური მოპყრობა და ა.შ. - ამბობს ოხანაშვილი.
შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის ცოტა ხნის წინ დასრულდა.