ამ პარლამენტსაც კი არ უნდა აკადრო კუჭავასნაირი ადამიანი - ეკა ბესელია
პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია, ამბობს, რომ კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა "ქართული ოცნების" მორიგი ექსპერიმენტია. ბესელიამ ტვ პირველზე, გადაცემა "დღის ამბებში", თქვა, რომ კუჭავა რეალურად კობახიძის სურვილების შემსრულებელია.
ამ პარლამენტსაც კი არ უნდა აკადრო კუჭავასნაირი ადამიანი, ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი ექსპერიმენტების ჩატარებას ბედავს "ქართული ოცნება" იმიტომ, რომ არ შეიძლება ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ აქვს და უბრალოდ და უბრალოდ კობახიძის სურვილების შემსრულებელია, ის აკადრო ამ პარლამენტს. გული მწყდება, ჩვენს ქვეყანას სჭირდება გაცილებით მაღალი პასუხისმგებელი ადამიანები," - თქვა ბესელიამ.