"ოცნება“ ყოველ დღე ფეთქდება იმ ნაღმზე, რომელიც მელიას დაჭერით თავად დაიდო - ჭიჭინაძე

26.04.21 10:20
"ოცნება“ ყოველ დღე ფეთქდება იმ ნაღმზე, რომელიც მელიას დაჭერით თავად დაიდო - ჭიჭინაძე


„ქართული ოცნება“ ყოველდღე ფეთქდება იმ ნაღმზე, რომელიც   მელიას დაჭერით თავად დაიდო - ასე ეხმაურება  "ტრიბუნას" ლიდერი, დავით ჭიჭინაძე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს.

სანამ „ოცნების“  ხელისუფლება ცდილობს,  21-ე საუკუნეში მონებით ვაჭრობა ლეგალური გახადოს,  ოპოზიციის ნაწილი კბილების კაწკაწით შერბის პარლამენტში. ცდილობენ, თავიანთი დესტრუქციული ქმედება ნიკას „შეტენონ“  და თან, ამ ყველაფერს გამარჯვებად წარმოგვიჩენენ. 
მოკლედ, ოპოზიციას მეტი ერთობა რომ გამოეჩინა, მეტი მოთმინების უნარი რომ ჰქონოდა, „ოცნებაც“ გაცილებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა და გამაჯვებაც უფრო ახლოს იქნებოდა.
ისე, ან რამდენი მძიმეწონიანი ჩინოვნიკი უნდა „შეიწიროს“ ამ ერთმა კაცმა? -  ამბობს დავით ჭიჭინაძე.

 

მსგავსი სიახლეები