"მაქვს პასუხისმგებლობა, ქალაქს ვჭირდები"- კალაძე თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს

24.10.22 15:27
"მაქვს პასუხისმგებლობა, ქალაქს ვჭირდები"-  კალაძე თანამდებობის დატოვებას არ გეგმავს

"მაქვს პასუხისმგებლობა, ქალაქს ვჭირდები"- ამ სიტყვებით ამართლებს კახა კალაძე თანამდებობეზე დარჩენას.  

ვაკის პარკის ტრაგედიის შემდეგ დედაქალაქის მერი ინფრასტრუქტრული პროექტების დასათვალიერებლად დღეს პირველად გამოჩნდა. "პირველბმა" კახა კალაძეს ჰკითხა, რატომ ჩაიბარა მერიამ ობიექტი მაშინ, როცა ჯერ სამუშაოები დასრულებული არ იყო.

აღნიშნულ ინფორმაციას კალაძე სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. 

ეს არის ტყუილი და სიცრუე, რომ თითქოს შადრევანი იყო დაუსრულებელი. შადრევანი  დასრულებული იყო. 26 აგვისტოს არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი. პროექტი დასრულებული იყო და შესაბამისად, მთელი ამ ხნის განმავლობაში, სანამ პირადად მე მივიდოდი ადგილზე, მიმდინარეობდა ტესტირება, მიმდინარეობდა სანათების გასწორება, წყლის ამომფრქვევების გასწორება და ა.შ. მე ვერ გეტყვით ამას, რატომ არ იმუშავა დამცვამა რელემ თუ ავტომატებმა, ამაზე უნდა გასცეს პასუხი გამოძიებამ, რა იყო ის პრობლემა და მიზეზი, რატომ არ იმუშავა დამცავმა სისტემამ. რაც შეეხება ვახტანგაშვილის იმ კონკრეტულ ფრაზას, ეს ეხებოდა, ხარვეზის გამოსწორებას და როდესაც მიმდინარეობს ასეთი მასშტაბური სამუშაოები, ძალიან ბევრია ხარვეზები და ძალიან ბევჯერ ხდება ხოლმე მითითება ამ ხარვეზების გამოსწორებასთან დაკავშირებით, - თქვა კალაძემ.

კახა კალაძემ დღეს ოპოზიციასაც უპასუხა, რომელიც კითხვებზე პასუხების გასაცემად საკრებულოში იბარებს. დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის მზად ყოველთვის იყო, თუმცა ოპონენტების მიერ ბოლო დღეებშ გაკეთებულმა განცხადბებმა გაანაწყენა. მისი თქმით, საკრებულოში მაშინ მივა, როცა საჭიროდ ჩათვლითს და არა მაშინ, როდესაც მას ოპოზიცია დაიბარებს.

თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, შეურაცხყოფა, ცილისწამება. თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერს კადრულობენ. შესაბამისად, საკრბეულოში მისვლას რაც შეეხება, ამას გადავწყვიტავ მე. მივალ როცა საჭიროა და გავცემ ყველა შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება, - თქვა კალაძემ
 

"ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა" გაარკვია, რომ ვაკის შადრევანი მერიამ კანონდარღვევით გახსნა. აღმოჩენილია დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ მერიის მაღალჩინოსნებს დანაშაული აქვთ ჩადენილი. 

ხელშეკრულებაში, რომელიც კალაძის გუნდმა მკვლელი შადრევნის მშენებელთან გააფორმა, წერია, რომ მერიას შადრევანი ჯერ უნდა გადმოებარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ გაეფორმებინა მიღება ჩაბარების აქტი, რაც  მერიის მაღალჩინისნებმა არ გააკეთეს. შადრევანი ისე ჩართეს და გახსნეს, რომ მერიის არცერთ სამსახურს არ ჰქონდა გადაბარებული და არ არსებობდა დამიწების კონტურის გაზომვისა და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 

მსგავსი სიახლეები