,,სიტყვა კლანი აბსურდულია. ეს არის ხელოვნურად შექმნილი მითი და მოგონილი" - მიქანაძე
,,სიტყვა კლანი აბსურდულია. ეს არის ხელოვნურად შექმნილი მითი და მოგონილი"- ამის შესახებ "ტვ პირველს" უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
სასამართლო ხელისუფლება, ჩვენს ქვეყანაში, შეგახსენებთ რომ ეს არის დამოუკიდებელი ხელისუფლება. ამიტომ ეს იყო მათი გადაწყვეტილება და დავინახეთ რომ მოსამართლეთა თითქმის ერთხმად გადაწყვეტილი იყო რომ ეს ეს ორი ადამიანი უნდა იყოს იუსტიციის საბჭოში. არაერთი კვლევის შედეგად ჩანს რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლების მიმართ ნდობა საზოგადოებაში საკმაოდ მაღალია და რიგ ევროკავშირის ქვეყნებზე უფრო მეტი სანდოობა არის’’ - აცხადებს გივი მიქანაძე.
ლევან მურუსიძე და დიმიტრი გვრიტიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებად დაამტკიცეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა მოსამართლეთა კონფერენციას მიმართეს და საბჭო დატოვეს.