"საკრებულოში როდის მივალ, ამას მე გადავწყვეტ" - კალაძის უარი ოპოზიციას
დედაქალაქის მერი ოპოზიცია საკრებულოში მისვლაზე უარს უცხადებს. კახა კალაძე ამბობს, რომ კითხვებზე პასუხების გასაცემად მაშინ მივა, როცა ამის საჭიროებას დაინახავს.
თანამშრომლობა ცალმხრივი ვერ იქნება. შესაბამისად, ჩვენ გვახსოვს მათი განცხადებები, შეურაცხყოფა, ცილისწამება. თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, ყველაფერს კადრულობენ. შესაბამისად, საკრბეულოში მისვლას რაც შეეხება, ამას გადავწყვიტავ მე. მივალ როცა საჭიროა და გავცემ ყველა შეკითხვას პასუხს, როცა ამის დრო და აუცილებლობა იქნება, - თქვა კალაძემ.
ვაკის პარკშ მომხდარი ტრაგედიის და "ნოდარ მელაძის შაბათში" გასული ხმაურიანი სიუჟეტის შემდეგ ოპოზიცია დედაქალაქის მერს საკრებულოში იბარებს. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ ჩაიბარა მერიამ ობიექტი, რომელიც ჯერ დასრულებული არ იყო.
კალაძის საკრეულოში დასაბარებლად ოპოზიციამ ხელმოწერები უკვე შეაგროვა.