სიცოცხლე მოძრაობაშა, წარსულში ცხოვრება, სიკვილი - ნიკა გვარამია
სიცოცხლე მოძრაობაშა, წარსულში ცხოვრება, სიკვილი - ამის შესახებ "მთავარი არხის" დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში კონსოლიდაცია მარტივად მხოლოდ ერთადერთ საკითხზე წარსულზე შეუძლიათ.
ჩვენი თემა განხილვების, ბოლო 10 წელია, არის წარსული. რეფლექსია, ისტორია, კარგია, როცა მასზე მსჯელობ, დასკვნებს აკეთებ იმიტომ, რომ შეცდომები აღარ დაუშვა, მაგრამ წარსულში ცხოვრება, ეს არის სიკვდილი, საზოგადოების სიკვდილი, იმიტომ, რომ სიცოცხლე არის მხოლოდ მოძრაობაში, და ბრძოლა მოძრაობაა, ადამიანის ცხოვრება სტატიკური თუ არის, მკვდარია", - თქვა ნიკა გვარამიამ და დასძინა, რომ ყოველთვის არსებობს გზა წინ, ნებისმიერ ვითარებაში.