თბილისის მერიამ ჩინოვნიკებს ასობით ათასი ლარის პრემია-დანამატები დაურიგა
ასობით ათასი ლარის პრემია და დანამატი კახა კალაძის ბრძანებით - ოპოზიციამ თბილისი მერის მიერ ხელმოწერილი დოკუნტები აღამოაჩინა.
ირკვევა, რომ მხოლოდ სექტემბერში კახი კალაძემ მუნიციპალურ სამსახურებს კოლოსალური პრემიის დარიგების უფლება მისცა. ფინანსურად, ნახევარ მილიონზე მეტით, წაახალისეს მერიის ლაბორატორიის ის თანამშრომლებიც, რომელთაც ვაკის პარკის შადრევნის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდათ.
დანამატები და პრემია აიღეს "თბილისის განვითარების ფონდმა", სოციალური ზრუნვის, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ და კალაძის პიარსამსახურის თანამშრომლებმაც.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება თბილის მერიის თანამშრომლების კეთილგანწყობის მოპოვებას. სხვა შემთხვევაში ოპონენტები ვერ ხსნიან იმ ფაქტს, რა დამსახურებისთვის იღებენ დიდი რაოდენობით ფინანსურ წახალისებას იმ სამსახურების წარმომადგენლები, რომლებიც დედაქალაქში არსებულ პრობლემებს ვერ აგვარებენ.
მთელ რიგ საქალაქო სამსახურებს, მერიის სსიპებსა და აიპებს დაუმტკიცეს სახელფასო დანამატები და ფულადი ჯილდოები.
მაგალითად, ნახევარ მილიონ ლარზე მეტი მისცეს ლაბორატორიის თანამშრომლებს. ეს ის სამსახურია, რომელსაც ვაკის პარკის შადრევნის ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა.
ასე ლამაზად ინაწილებენ პრემია - დანამატებს. ახლა მათ ადარდებთ, ქალაქში სად არის უსაფრთხოების პრობლემა?
ერთადერთი, ზრუნავენ იმაზე, როგორ აიღონ ხელფასს ზევით დანამატები, ჯილდოები - ამბობს საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ სახელფასო დანამატების გაცემაში უკანონობა არ არის.