ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება - ადვოკატის პირველი კომენტარი

01.11.22 17:11
ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება - ადვოკატის პირველი კომენტარი

 ნიკა გვარამიას განაჩენის გამოცხადებამდე 24 საათზე ნაკლები რჩება - "მთავარი არხის" დამფუძნებლის ადვოკატი "ტვ პირველთან" ამბობს, რომ მოსამართლეთა კოლეგია ხვალ მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც გავლენას იქონიებს ქვეყბის თავისუფლებაზე: 

ხვალ სასამართლო და კოლეგიის შემადგენლობა, მერაბ ჯორბენაძე,  ლაშა მაღლაკელიძე და დავით მამისეიშვილი, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც გავლენას იქონიებს არა ერთი ადამიანის თავისუფლებაზე, არამედ ზოგადად ამ ქვეყბის თავისუფლებაზე. არ არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ, იკისრებენ თუ არა იმ მძიმე ტვირთს, რაც უკანონო განაჩენის გამოტანის სახით შეიძლება აისახოს და ასევე უარყოფითად აისახოს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაზე"- განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას განაჩენი ხვალ, 11 საათზე გამოცხადდება. მოვლენათა ეპიცენტრი სააპელაციო სასამართლო იქნება. 

ცნობისთვის, ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე მოსამართლეთა კოლეგია განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 24 ოქტომბერს გავიდა.

 

მსგავსი სიახლეები