უკანონო თვალთვალი და მიყურადება - სამოქალაქო აქტივისტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

16.11.22 12:12
უკანონო თვალთვალი და მიყურადება - სამოქალაქო აქტივისტები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

სამოქალაქო აქტივისტები  უკანონო თვალთვალის საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ. ოფიციალური განცხადება შოთაძის უწყებაში რამდენიმე წუთის წინ შეიტანეს. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეზონანსულ სიუჟეტზე, საიდანაც ირკვევა, რომ სახალხო პროტესტის ჩასახშობად, ხელისუფლება მოქალაქეებს არა მხოლოდ უთვალთვალებდა, არამედ მაღაზიების დახლებიდან კარვებს და აქციებისთვის საჭირო ატრიბუტიკას აქრობდა.

ადამიანები, რომლებიც უნდა იყვნენ დაკავებულები მოქალაქეების უსაფრთხოებით და ქვეყნის უსაფრთხოებით, არმოჩნდა, რომ დაკავებულები არიან იმ ადამიანების დევნით, თვალთვალით და მიყურადებით, ორმლებიც დისკომფორტს უქმნიან ხელისუფლეაბს და ბიძნა ივანიშვილს. სიმართლე რომ გითხრათ, საერთოდ არ ვარ ისე განწყობილი, რომ ამ საქმეს გამოძიებენ და დასჯიან დამნაშავეებს. აუცილებლად დადგება ძალიან მალე ის დრო, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ყველა ამს აქმე სმიეცემა სამართლებრივი მიმართულება, - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი

სუსის უკანონო თვალთვალის პირდაპირი მტკიცებულებეის მიუხედავად, პროკურატურა გამოძიებას არ იწყებს. 

მსგავსი სიახლეები