ჩატარდება თუ არა არჩევნები ენმ-ში - ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში პოლიტსაბჭოს სხდომა რამდნეიმე წუთში დაიწყება. ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები უკვე იკრიბებიან. პარტიის ოფისთან ცოტა ხნის წინ ნიკა მელიაც გამოჩნდა. სხდომას დაესწრება პარტიის თავმდჯომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილიც.
დღევანდელ სხდომაზე არჩევნების ჩატარება-არჩატარების საკითხზე და მის თარიღსა და ფორმატზე უნდა იმსჯელონ.
ხაბეიშვილის დანაყოფს მიაჩნია, რომ არჩენები რაც შეიძლება სწრაფად უნდა ჩატარდეს, რათა პარტიამ მტავარ საკითხებზე შეძლოს კონცენტრირება.
მთავარია, ეს არჩევნები სწრაფად ჩატარდეს, რომ ეს ტურბოლენტობა რაც არის ახლა სწრაფად მოიხსნას და სწრაფად ვკონცერტრირდეთ მთავარ საკითხებზე. იმიტომ, რომ მთავარი არის ოლიგარქ ივანიშვილის დამარცხება ამ ქვეყანაში და მიშას ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარცენა. დანარჩენი, რატომ ვფიქრობთ, რომ სჯობს არცევნების ღია და გამჭვირვალე სისტემა, იმიტომ, რომ არცევნების შემდეგ არ უნდა დარჩეს კითხვნის ნიშანი, რომ დახურულ სისტემაში ამ პარტიის არაკეთილმოსურნეები ჩაერივნენ ამ პროცესში, - თქვა ირაკლი ნადირაძემ.
სხვგვარად ფიქრობს ნიკა მელიას ფლანგი.
მაშინ, როდესაც საქართელოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა არის მძიმე და ებრძვის სიკვდილს, ასეთ დროს, მგონია, რომ საერთოდ, მთლიანად ეს პროცესი არ წარმოაჩენს ნამდვილად კარგად. ამიტომაც მგონია, რომ დღეს ამაზე კი არ უნდა იყოს საუბარია ღია იქნება არჩევნები თუ ფარული, აქ დღეს უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, როგორ უნდა ვიმუშავოთ და ვიბრძოლოთ ყველამ ერტად იმისთვის, რომ გადავარჩინოთ პრეზიდენტი, -თქვა ანა წითლიძემ.