საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა - ოპოზიციის ნაწილი ზუგდიდში მოსახლეობას ხვდება

11.12.22 15:27
საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობა - ოპოზიციის ნაწილი ზუგდიდში მოსახლეობას ხვდება

ოპოზიციის ნაწილი სამეგრელოშია - "დროას", "სტრატეგია აღმაშენებლის" და "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერები ზუგდიდის მოსახლეობას ხვდებიან. 

ოპოზიციის წარმომადგენლები ადგილობრივებს უხსნიან, რა სიკეთეს მოუტანს ქვეყანას რუსეთზე უარის თქმა და ევროინტეგრაცია. პოლიტიკოსების შეფასებით ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში მხოლოდ "ქართული ოცნების" ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში გაუმჯობესდება. ამისთვის კი ოპოზიციის კონსოლიდაციაა საჭირო.

შეხვედრა მოსახლეობასთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. ოპოზიციის შემდეგი გაჩერება კახეთი იქნება. 

ადამიანებს ვუყვებით, რამხელა ისტორიული შანსის წინაშეა დღეს საქართველო. რამდენად მნიშვნელვანია ამ 12 პუნქტის შესრულება იმისთვის, რომ საქართველო ნახტომისებურად დაუახლოვდეს  დასავლურ სამყაროს და თავისუფალ სამყაროს და რა პრობლემებია ამ გზაზე. პირველ რიგში, პრობლემა არის ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, რომლის მიზანმიმართულად არ ასრულებს ამ 12 პუნქტს და პირიქით, დგასმ ნაბიჯებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ 12 პუნქტის შესრულებას, რაც ალბათობას იმის, რომ მომავალის წლის ბოლოს საქართელოს მიეცეს სტატუსი, მნიშვნელვნად ამცირებს, - ამბობს ზურა ჯაფარიძე. 
 

მსგავსი სიახლეები