რატომ დაიწყო ოლიგარქმა ქონების გადამალვა - ივანიშვილის ადვოკატი კითხვას ვერ პასუხობს
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა არ იცის, რის გამო დაიწყო ოლიგარქმა ქონების გადამალვა. საუბარია "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეპორტაჟზე, რომლის თანახმადაც ოლიგარქმა 137 000 000 ლარის ქონება საკუთარ დისშილზე გადააფორმა.
თანაინვესტირების ფონდს მიმართეთ, მე ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ხომ ახლა ვსაუბრობდით ადვაზე, როგორც ასეთი, და ამიტომ მე ერთადერთი, შემიძლია დავაზე მოგცეთ ამომწურავი პასუხები, - თქვა ვიქტორ ყიფიანმა.