"დისკუსიის გახსნას არ ვაპირებთ" - ხაბეიშვილის საგანგებო განცხადება პოლიტსაბჭოს დაწყებამდე

11.12.22 17:41
"დისკუსიის გახსნას არ ვაპირებთ" - ხაბეიშვილის საგანგებო განცხადება პოლიტსაბჭოს დაწყებამდე

უკვე 2 საათზე მეტია "ნაციონალურ მოძრაობაში" დახურულ კარს მიღმა პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე პარტიის თავმდჯომარეობის კანდიდატმა ლევან ხაებიშვილმა პირდაპირ განაცხადა, რომ დისკუსიის გახსნას არ გეგმავს და მისი ფლანგისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად სააკაშვილის ჯანმრთელობის და სიცოცხლის გადარჩენა რჩება.

ამასთან, ხაბეიშვილს აინტერესებს, რა სამოქმედო გეგმა აქვს პარტიის მოქმედ თავმჯდომარეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

პოლიტსაბჭოზე ჩვენ არ გვინდა, ვინმე იყოს უხერხულ მდგომარეობაში და პარტიაში იყოს, რომ ამან ამას დაუჭირა მხარი, ამან ის მხარე მოიწონა და ა. შ. ჩვენ ასეთი დისკუსიის გახსნას პოლიტსაბჭოზე არ ვაპირებთ. ჩვენთვის მნიშნელოვანია, პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა, სიცოცხლე და გეგმა, როგორ აპირებს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე აი, აქ უახლოეს დღეებში მოქმედებას და მე მოვუწოდებდი, უფრო მეტი აქტიურობისკენ ხალხთან. მათ შორის, თუ მობილიზება გვჭირდება, მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს ჩვენი პარტიის ხმარდამჭერებთან ყოველდღიურ რეჟიმში და მეორე, სწრაფად გადაწყდეს თარიღი. ჩვენ არ ვაპირებთ არანაირი დისკუსიის გახსნას, - თქვა ხაბეიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები