რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას არ გამორიცხავს - რა პირობა აქვს მოსკოვს
რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვისთვის მზადაა. პირდაპირი ფრენების აღდგენის კონკრეტული თარიღი არ სახელდება, მაგრამ ქართული ოპოზიცია ეჭვობს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია.
ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მოსკოვსა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები წინაპირობით მიმდინარეობს. თბილისმა რაღაც უნდა დათმოს.
პროპაგანდისტული მედიის დახმარებით რუსეთი დღეს ამტკიცებდა, რომ სწორედ რუსი ტურისტების შემოდინებით, რუსეტთან ვაჭრობით და ფულადი გზავნილების წყალობით გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა.
უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ თბილისი შეცდომებს იმეორებს და რუსეთზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება, ეს კი პუტინმა, შესაძლოა, ბოროტად გამოიყენოს.
უფრო მეტი ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.