"SOS! ვკვდები, ცოტა დამრჩა!" - მიხეილ სააკაშვილის წერილი მაკრონს
"SOS! ვკვდები, ცოტა დამრჩა!" - მიხეილ სააკაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს წერილს უგზავნის. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მესამე პრეზიდენტი ემანუელ მაკრონს დახმარებას სთხოვს.
წერილში სააკაშვილი პირდაპირ წერს, რომ ის პუტინის პირადი მტერია და ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი მას მოკვლასაც კი შეპირდა.
მთელი ცხოვრება ვიბრძოდი საქართველოსა და უკრაინაში თავისუფლებისა და რეფორმებისთვის, რუსეთის იმპერიალური პოლიტიკის წინააღმდეგ. პუტინი თვაის ერთ-ერთ მტრად მთვლის. ის საჯაროდ დამპირდა, რომ მომკლავდა. მე ციხეშ გამიშვეს, ვკვდები, ძალიან ცოტა დრო დამრჩა, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირაში ევროპარლამენტში განხილვის მთავარი საკითხი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და მისი სამკურნალოდ გაშვებაა.
სტრასბურგში გაემგზავრა სააკაშვილკების ოჯახიც. გიული ალასანია შეხვედრებს ევროპარლამენტში გამართავს.
ამასთან, გასულ კვირას, ფრანგმა ევროპარლამენტარმა რაფაელ გუგსმანმა მიხეილ სააკაშვილის თემაზე ღიად ისაუბრა და თქვა, რომ ევროპას და მათ შორის, პარიზს, საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია.