მამამთილის მიერ მოკლულ ქალს 2 ბავშვი დარჩა - რა მოხდა აჭარაში? (ვიდეო)
აჭარაში, სოფელ სალიაურში მამამთილის მიერ მოკლულ 40 წლის ქალს გლოვობენ. როგორც "ტვ პირველს" ადგილობრივები უყვებიან, მოკლულის ქმარი საზღვარგარეთაა.
რაც შეეხება შემზარავ ფაქტს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 63 წლის პენსიონერმა რძალს მცირეწლოვანი სვილების თანდასწრებით, ზურგის არეში ესროლა. ქალი ადგილზე დაიღუპა. მკვლელობის მიზეზად ოჯახური კონფლიქტი სახელდება.
არსებული ინფორმაციით, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია და პოლიციასაც თავად ჩაბარდა. სამართალდამცავებმა ნივთმტკიცების სახით, დანაშაულის იარაღი, სანადირო თოფი ამოიღო.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.