"ოცნების" ულტიმატუმი: აბაშიძის და ჯანეზაშვილის გარდა, ნებისმიერს განვიხილავთ ომბუდსმენად
მმართველი გუნდი მზადაა, ოპოზიციასთან სახალხო დამცველობის ნებისმიერი კანდიდატი განიხილოს, თუმცა კონკრეტულ წინაპირობაზე მაინც საუბრობს.
ბექა დავითულიანის განმარტებით, "ოცნება" მხარს არ დაუჭერს ომბუდსმენობის ისეთ კანდიდატებს, რომლებმაც პარლამენტს პატივი არ სცეს და ასევე, სახელისუფლებო პარტიის ამომრჩევლებს შეურაცხყოფა მიაყენეს.
ორივეს [ნაზი ჯანეზაშვილი და ანა აბაშიძე] - ერთი არ მოვიდა, მეორემ პირდაპირ განაცხადა შეურაცხმყოფელი რაღაცები, "ფეისბუქზე" ჰქონდა განცხადება, პირდაპირ ილანძღებოდა, - თქვა დავითულიანმა.
"ქართული ოცნება" სახალხო დამცველის დამტკიცებას აჭიანურებს. არაფორმალური კონსულტაციების მიუხედავად, მმართველმა გუნდი და ოპოზიცია კანდიდატზე ისევ ვერ შეჯერდა. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საკითხზე დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიმართოს.