გარკვეული მოსამართლეების ხელში ძალაუფლების კონსოლიდირების მოწინააღმდეგე ვარ - ანა აბაშიძე

12.12.22 13:46
გარკვეული მოსამართლეების ხელში ძალაუფლების კონსოლიდირების მოწინააღმდეგე ვარ - ანა აბაშიძე

გარკვეული მოსამართლეების ხელში ძალაუფლების კონსოლიდირების მოწინააღმდეგე ვარ - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატმა, ანა აბაშიძემ, განაცხადა.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან შეხვედრა საქმიან ვითარებაში წარიმართა. არასამთავრობო ორგანიაზაციის, ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ, გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს სასამართლო სისტემას გავლენიანი ჯგუფი მართავს, ხელისუფლებამ კი პროცესების გაჯანსაღებაზე უნდა იზრუნოს.

ერთ მოსამართლეს ცალკე არ გამოვყოფ, რადგან ერთი ვერაფერს ვერც გააფუჭებს, ვერც გააკეთებს. იქ საუბარია გარკვეული ძალაუფლების მქონე ჯგუფებზე, რომლებმაც წარსულით დაგვაჯერეს, რომ ძალაუფლება გამოყენებულია ქვეყნის და მოქალაქეების არც თუ სასიკეთოდ. 

ამაზე ალბათ, ვერ ვიკამათებთ, არ მგონია მორალური,  კონკრეტულ ადამიანებზე დადებით კონტექსტში ლაპარაკი ტრაგედიული წარსულების გამო. მაგრამ მე არ ვარ მომხრე ადამიანების გაქრობისა და ჩაქვესკნელების. თუმცა მათ ხელში ძალაუფლების კონსოლიდირების მოწინააღმდეგე ვარ. 

არ ვფიქრობ, რომ მათ შესახებ აკადემიურ წრეებში, ასევე მასმედიით განხილვა არის ზეწოლა სასამართლოზე. უბრალოდ, ეს არის მკვახე, არასასიამოვნო მოსასმენი ხშირად, მაგრამ მოსამართლემ უნდა გაუძლოს ამ ტესტს და არა მოქალაქეს ვაიძულოთ, რომ ამ თემაზე აღარ ისაუბროს. 

ნამდვილი, მდგრადი ღერძი ბალანსის, რომელიც მეც მჭირდება და აბსოლუტურად ყველას, ახლა თუ არა, ხვალ მაინც დაგვჭირდება, ეს არის მთავარი, რომელშიც მე ამ წუთას გავლენას ვერ მოვახდენ, მაგრამ თქვენი დახმარებით ყველანი მოვახდენთ, თუ თქვენ დასხდებით და იმაზე იფიქრებთ, როგორ მოხდეს ცვლილებები. - განაცხადა ანა აბაშიძემ.

 

მსგავსი სიახლეები