მე ,,ნაციონალური მოძრაობის" დნმ მაქვს - ხაბეიშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი, ამბობს, რომ შიდა არჩევნებში მარცხის შემთხვევაში ის პარტიიიდან წასვლას არ აპირებს
"პირდაპირ გეუბნებით, მე ,,ნაციონალური მოძრაობის" დნმ მაქვს" - უთხრა მედიას ლევან ხაბეიშვილმა.
მისი თქმით, "ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა".
თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ არაფრის კუსში არ არის, ასპინძაში ნამყოფი არ არის, ხაშურში ნამყოფი არ არის, ოზურგეთში სამ წელიწადში ერთხელ ჩავა, სწორედ ეს არის პრობლემა და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ ნიკა მელიამ გამოწვევებს, რაც ჰქონდა პარტიას, ვერ უპასუხა" - თქვა ხაბეიშვილმა.