მელიას ცისკარიშვილის გადაყენება სურდა - ხაბეიშვილი ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგ
მელია-ხაბეიშვილის დაპირისპირება გრძელდება - ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა დღეს მისი მთავარი კონკურენტის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა და თქვა, რომ ნიკა მელიას პარტიის გენერალური მდივნის გადაყენება, სურდა თუმცა თანამოაზრეები ვერ ნახა.
ნიკას სურდა გენერალური მდივნის გადაყენება, ნახა, რომ არ ექნებოდა მხარდაჭერა, ცხადია, ეს საკითხი არც კი დამდგარა პოლიტსაბჭოზე.
თავმჯდომარე თავადაა და თუ ვინმეს ბუღალტერიასთან დაკავშირებით კითხვები უნდა ჰქონდეს, ეს თავად თავმჯდომარეა"- თქვა მან.
ამასთან, ხაბეიშვილმა ოპონენტს "კაბინეტიდან გამოსვლა" ურჩია. ენმ-ს თავმჯდომარეობის კრიტიკის ობიექტი გახდა ნუგზარ წიკლაურიც:
"ერთი თვეა, მოვუწოდებ, რომ გამოდით ოთახებიდან, ბატონო ნიკა, ბატონო ნუგზარ, წიკლაურს მივმართავ, მარტო კაბინეტიდან, ოთახიდან, ცენტრალური ოფისიდან გაუსვლელად საქმე არ კეთდება. ამიტომ ვიკითხე რიტორიკულად, რომ ხაშურში ვარ და პარტიის თავმჯდომარე ხაშურში ნამყოფი არ არის"- თქვა მან.